შევავსეთ შეფასების დროის ჩარჩო, შევარჩიეთ სეფასების ფორმები, კერძოდ ავიღეთ პრეზენტაციის ჩეკლისტი, გადავაკეთეთ და მოვარგეთ ჩვენ პროექტს და მის საფუძველზე დავიწყეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომზე მუშაობა
ტრენინგის მეოთხე დღე : გავეცანით მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებს , თუ როგორი სეიძლება იყოს ისინი: ზოგადი, თემატური და შინაარსობლივი. გავუზიარეთ ერთმანეთს ეს კითხვები და გავაკეთეთ შენიშვნები. შევადგინეთ ჩვენი პროექტისთვის საკვანძო კითხვები. გავეცანით Google drive- ს და გადავიტანეთ ჩვენი პროექტი ღრუბელში.მოვაწესრიგეთ Google drive.
ვისწავლეთ ბლოგის დიზაინის შეცვლა, ბმულების გაკეთება, დავხვეწეთ ჩვენი პროექტები და გავაკეთეთ პრეზენტაციები, ვისწავლეთ ბლოგზე კითხვარის მიბმა. ასე დავასრულეთ ძალიან ნაყოფიერი intel- ის ტრენინგი, რომელმაც ახალი შესაძლებლობები გადაგვიშალა.
ლელა მე ძალიან მომწონს შენი მუშაობა ამ პროექტში
ReplyDeletemadloba chemo kargo
Delete